სსიპ რევაზ მუმლაძის სახელობის ქალაქ ზესტაფონის N7 საჯარო სკოლის მე-2 გ კლასის ხელმძღვანელი ნანი არაბაშვილი
ამავე კლასის ,,წიგნის მოყვარულთა“ კლუბი
სლოგანი: უწიგნოდ თვალთახედვის ისარი მოკლეა.
1.მისია: მოსწავლეებში წიგნიერების დონის ამაღლება.
2.მიზანი: კითხვის მოტივაციის გაზრდა.
3.ამოცანა: ასაკობრივი დაინტერესების გათვალისწინებით მხატვრული
ტექსტების მიწოდება. კითხვის გემოვნების ჩამოყალიბება , სათანადო განწყობისა და ემოციური
ფონის შექმნა. წიგნის კითხვის სიყვარულის გაღვივება. დადებითი და უარყოფითი პერსონაჟების
შედარება. აქცენტის გაკეთება პერსონაჟის დადებით თვისებებზე. ლინგვისტურ ცნებებზე მუშაობა.
4. სამიზნე ჯგუფი- მეორე კლასი
5. რაოდენობა: 25 მოსწავლე
6. შედეგი: ჩამოყალიბება კარგ მკითხველად ,მოსწავლეებს განუვითარდებათ
ანალიტიკური აზროვნების უნარი. წაკითხულიდან გამოყოფენ დადებით და უარყოფით მომენტებს.
გაუჩნდებათ წიგნის კითხვის სურვილი.
კამპანია
სასწავლო წლის დაწყებისთანავე
შევქმნი საინფორმაციო ბუკლეტს, რომელსაც გავაცნობ დირექციას, სკოლის გვერდზე განვათავსებ
ინფორმაციას მე-2 კლასში ,,წიგნის მოყვარულთა“ კლუბის ჩამოყალიბების შესახებ.
ჩემი კლასის მოსწავლეებს მივაწოდებ ინფორმაციას
,, წიგნის მოყვარულთა“ კლუბის ჩამოყალიბების შესახებ. დეტალურად ავუხსნი რას
ემსახურება ეს კლუბი. გავაცნობ პროგრამას და ჩავაყენებ საქმის კურსში, რომ ამ კლუბის
მუშაობა ჩატარდება კვირაში ერთჯერ გაკვეთილების შემდეგ. ამის შევკრებ მშობლებს , მსგავს
ინფორმაციას მივაწოდებ მათაც და მეტი ინფორმაციისთვის დავურიგებ ბუკლეტებს.

Комментариев нет:
Отправить комментарий