შეხვედრები

დღეს,8ივნისს,დაამთავრა ჩვენმა კლუბმა მუშაობა.წავიკითხეთ სურმავას"მიკრობები." კლუბის წევრები დაჯილდოვდნენ სიგელებით.



კლუბის წევრებმა იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმიც მოინახულეს.






დღეს ,1 ივნისს ისევ შეიკრიბნენ კლუბის წევრები წავიკითხეთ და განვიხილეთ იაკობ გოგებაშვილის მოთხრობები.ასევე ო.იოსელიანის "ყაჩაღის მასპინძლობა". მუშაობა საინტერესოდ წარიმართა.

24 მაისს კლუბის წევრებმა წაიკითხეს ი.გოგებაშვილის "ცოტნე დადიანი"


11 მაისს კლუბის წევრებმა წაიკითხეს ლელა ცუცქირიძის " კუდიანი ვარსკვლავისა და პატარა ბიჭის ამბავი".

დღეს, 4 მაისს ზესტაფონის რევაზ მუმლაძის სახელობის N7 საჯარო სკოლის ,,ნორჩ მკითხველთა კლუბის ''წევრები ( კლუბის ხელ-ლი ნ.არაბაშვილი) ეწვივნენ საბავშვო ბიბლიოთეკას, კლუბის წევრებმა წარმოადგინეს პროექტის
,, იპოვე შენი მომავალი ბიბლიოთკაში'' პრეზენტაცია.
ასევე მათ საკუთარი ,,მფრინავი წიგნების'' პრეზენტაციაც მოაწყვეს.

ზესტაფონის მეშვიდე საჯარო სკოლა-ს ფოტო.

ზესტაფონის მეშვიდე საჯარო სკოლა-ს ფოტო.

ზესტაფონის მეშვიდე საჯარო სკოლა-ს ფოტო.

27 აპრილს კლუბის წევრები გაეცნენ ჟურნალ საბავშვო ლიტერატურის მეოთხე ნომერს.წაიკითხეს ანდერსენის "ჩემი ცხოვრების ზღაპარი". დაწერეს თხზულება ჩემი ცხოვრების ზღაპარი.

13 აპრილს შეიკრიბნენ კლუბის წევრები. მათ წაიკითხეს ზღაპრები:"როგორ გაუჩნდა სპილოს ხორთუმი" და "ჩიტი-ჩიორა".მუშაობა საინტერესოდ წარიმართა.

30 მარტს კლუბის წევრებმა წაიკითხეს ქართული ზღაპარი "ჯადოსნური ფანქარი". მუშაობა საინტერესოდ წარიმართა.


პარასკევს,23 მარტს , კლუბის წევრებმა წაიკითხეს ნინო მზესელის მოთხრობა"მეგობრობის ფასი".ასევე გაეცნენ საბავშვო ჟურნალი, "თანამედროვე საბავშვო ლიტერატურის" მეორე ნომერს.წაიკითხეს მანანა ხომერიკის "გულით სატარებელი საჩუქარი".საინტერესოდ წარიმართა მუშაობა ჯგუფებში.

Nana Arabashvili-ს ფოტო.
7 მარტს ,საბავშვო ბიბლიოთეკის ხელმძღვანელობის თხოვნით II კლასის მოსწავლეებმა (ხელმძღვანელი ნ.არაბაშვილი) ჩაატარეს დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება..ბავშვები დიდი სიყვარულით მოეფერნენ თავიანთ დედებს,პედაგოგებს და სტუმრებს.მოსწავლეებმა მაქსიმალურად გამოავლინეს თავიანთი მრავალმხრივი ნიჭი,რაც განსაკუთრებულად აღინიშნა.



დღეს, 6 მარტს,ისევ შეიკრიბნენ სსიპ რევაზ მუმლაძის სახელობის ქ.ზესტაფონის #7 საჯარო სკოლის ნორჩ მკითხველთა კლუბის წევრები,მოეწყო შეხვედრა დედებთან. პატარების ამაღელვებელმა სიტყვებმა და სიმღერებმა გული გაუთბეს მშობლებს.





23 თებერვალს ისევ შეიკრიბნენ კლუბის წევრები.წავიკითხეთ ოტია იოსელიანის "ბუ და ბულბული"

ასევე " კუ , მგელი და ხოხობი". მოსწავლეებმა თავისუფლად მოახდინეს დადებითი და უარყოფითი თვისებების გამიჯვნა.
დღეს,2 თებერვალს ისევ შეიკრიბნენ ნორჩ მკითხველთა კლუბის წევრები.წაიკითხეს ნანა კაციაშვილის მოთხრობა"ზამთარი",ასევე "ყინული ლოლოა ლულუს თავგადასავალი".მუშაობამ საინტერესოდ ჩაიარა.
იცით რა მინდა?
28 დეკემბერს ისევ შეიკრიბნენ კლუბის წევრები, მათ თავიანთ სურვილები თოვლის ბაბუს მისწერეს.










23 დეკემბერს ისევ შეიკრიბნენ ნორჩ მკითხველთა კლუბის წევრები. შეარჩიეს საახალწლო ლექსები წაიკითხეს ახალი წლის თემზე დაწერილი მოთხრობები. მხიარულად ვემზადებით ახალი წლისათვის . გადავწყვიტეთ ჩავერთოთ მხიარულ თამაშში "საიდუმლო სანტა"დღეს იუბილარი გვყავდა! იუბილარს წავიკითხეთ ლექსები.


11 დეკემბერს ისევ შეიკრიბნენ ნორჩ მკითხველთა კლუბის წევრები. შეარჩიეს საახალწლო ლექსები წაიკითხეს ახალი წლის თემზე დაწერილი მოთხრობები. მხიარულად ვემზადებით ახალი წლისათვის . გადავწყვიტეთ ჩავერთოთ მხიარულ თამაშში "საიდუმლო სანტა"

8 დეკემბერს ისევ შეიკრიბნენ ნორჩ მკითხველთა ჯგუფის წევრები.მუშაობა საინტერესოდ წარიმართა.განსაკუთრებით მოეწონათ როლური თამაში.



"ღრუბელი რომელიც არ წვიმდა"





1 დეკემბერს გაიმართა ნორჩ მკითხველთა კლუბის მორიგი შეხვედრა.მოსწავლეებმა წაიკითხეს და გააანალიზოს საინფორმაციო ტექსტი ანიმე.დახატეს სურათები ანიმაციური ფილმისათვის.









27 ნოემბერს გაიმართა ნორჩ მკითხველთა ჯგუფის მეორე შეხვედრა.მოსწავლეებმა ნახეს ფილმი ჯგუფურ მუშაობაზე ,შეიმუშავეს ჯგუფური მუშაობის წესები. წაიკითხეს და გააანალიზეს მოთხრობა .











        ზესტაფონის მეშვიდე საჯარო სკოლა-ს ფოტო.       
         დღეს, 17 ნოემბერს,N7 საჯარო სკოლის მომავლის კლასში II-გ კლასის მოსწავლეებმა ( კლასის ხელმძღვანელი ნანა არაბაშვილი) ჩაატარეს კლუბური მუშაობის პირველი სამუშაო შეხვედრა. ნორჩ მკითხველთა კლუბის სახელწოდება თავად მოსწავლეებმა შეარჩიეს --,,მომავლის ხმა'' ყოველ 

პარასკევს 1 საათით შეიკრიბება. შეხვედრა იყო ძალიან შთამბეჭდავი და საინტერესო,მასწავლებელმა სამუშაო ინსტრუქცია საინტერესო პრეზენტაციით წარმოუდგინა მოსწავლეებს.შეხვედრები ჩატარდება ბიბლიოთეკაში თეატრში,მოეწყობა ექსკურსიები.

Комментариев нет:

Отправить комментарий